1.პროექტის სახელწოდება: ქართული ოპერა ,,ქეთო და კოტე“
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) : ა) ქართული საოპერო ხელოვნების შესწავლა. ბ) ვ. დოლიძის შემოქმედების და მისი პირველი ქართული კომიკური ოპერის ,,ქეთო და კოტე“-ს შესწავლა
3.პროექტის აქტუალობა: მართალია მოსწავლეები დიდ ინტერესს იჩენენ მუსიკის მიმართ, მაგრამ ეს ინტერესი მხოლოდ მიმართულია უცხოური ელექტრონული მუსიკის და სიმღერების მიმართ. არ აქვთ ინტერესი კლასიკური მუსიკისადმი, არ უსმენენ ოპერას. არ იციან ქართველი კომპოზოტორების შემოქმედებას. ეს პროექტი მიზნად ისახავს ისწავლონ და შეიყვარონ ქართული პროფესიული მუსიკა.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან
ა) ქართულ საოპერო ხელოვნებას
ბ)კომპოზიტორ ვ.დოლიძის შემოქმედებას
გ) ვ.დოლიძის ოპერა ,,ქეთო და კოტე“ _ს
5. მონაწილეთა ასაკი: 11, 12
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 1 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: პროექტის ბოლოს მოსწავლემ კარგად იცის ვ.დოლიძის შემოქმედება და განსაკუთრებით მისი ოპერა ,,ქეთო და კოტე“. გაკეთებული აქვთ პრეზენტაციები. გადაღებული აქვთ ფოტოები ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში. მომზადებული აქვთ ვიდეოები და კედლის გაზეთი.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო. კომპიუტერი ინტერნეტი. ვიდეო კამერა. ფოტოაპარატი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასი იყოფა 3 ჯგუფად. თვითოეული ჯგუფი სწავლობს მიცემულ დავალებას(ოპერის თითო მოქმედება) და აკეთებს პრეზენტაციას. მთელი კლასი აწყობს ექსკურსიას ოპერისა და ბალეტის თეატრში. იღებენ მათი პრეზენტაციისთვის საჭირო ვიდეო მასალებს, ფოტოებს. ყველა ჯგუფი ჯერ ზოგადად განიხილავს თემას, შემდეგ კი დაწვრილებით წარმოგვიდგენს ოპერიდან თითო მოქმედებას (სულ 3 მოქმედება), რომელიც მიეცათ დავალებად.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს.VI.8. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს
მუსიკალური ნაწარმოებები.
მუს.VI.9. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა/ხელოვნება კომუნიკაციის საშუალებაა.
მუს.VI.12. მოსწავლე
იცნობს სხვადახვა ტიპის ანსამბლისა და ორკესტრის
შემადგენლობას.
მუს.VI.5. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვა.
მუს.VI.10. მოსწავლე იცნობს ქართული და
მსოფლიო მუსიკალური
ხელოვნების ცნობილ
ნიმუშებსა და
წარმომადგენლებს.
მუს.VI.6. მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მაია ნონიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:maianoniashvili40gmail.com
13.პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი:http://maianoniashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment