გაკვეთილის თემა
|
ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
ქართული ოპერის შესწავლა
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მუს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.მუს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს
მუსიკალური ნაწარმოებები.
მუს.VI.7. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება
|
წინასწარი ცოდნა
|
რა არის ოპერა და თეატრში ქცევის წესები
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს ზ. ფალიაშვილის და ვ. დოლიძის ოპერები. როგორი ჟანრის ოპერებია. მოსმენილი მასალის გამოცნობა
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
წიგნი, აუდიო მასალა,რვეული და კალამი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1. კლასის ორგანიზება. 2 წუთი
2. საშინაო დავალების შემოწმება 2წუთი
3. A.ფაზა. წინა ცოდნის გააქტიურება.
4. რა არის ოპერა და რომელ ჟანმიეკუთვნება.
5. რა არის ლიბრეტო, უვერტურა, პარტიტურა. რას ნიშნავს სოლო, დუეტი, ტრიო,კვარტეტი, ანსამბლი, გუნდი?
6. რა განსხვავებაა რეჩიტატივსა და დუეტს შორის?
7. რა ხდება მუსიკალურ ,,ორმოში“?
8. ჩამოვთვალოთ ოპერის შემოქმედებითი ჯგუფი.
9. ვის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი?
10. ვინ იყო ზ. ფალიაშვილი? ჩამოთვალეთ მისი ოპერები
11. რა პარალელების გავლება შეიძლება ზ. ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერის“ და ჯ. ვერდის ,,აიდას“ შორის.
12. როგორი ჟანრის ოპერები ვიცით? 10წთ
13. B ფაზა. მინი ლექცია ვ. დოლიძის შემოქმედება. ვსაუბრობთ ქართული ოპერის წარმოშობაზე.
14. როდის და სად დაიდგა პირველი ქართული ოპერა.
15. ოპერა ,,ქეთო და კოტე“ მოკლე შინაარსი.7 წუთი
16. მოვისმენთ ოპერიდან სხვადასხვა ფრაგმენტებს 8წუთი
17. C ფაზა კლასი იყოფა 3 ჯგუფად. თვითოეული ჯგუფი კითხულობს ოპერის თითო მოქმედებას. 5 წუთი.
18. ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობს მათთვის მიცემული მოქმედების წარმოჩენაში 8 წუთი
19. გაკვეთილის შეჯამება მოსწავლემ გაკვეთილის ბოლოს უნდა იცოდეს ზ. ფალიაშვილის და ვ. დოლიძის ოპერები. როგორი ჟანრის ოპერებია. მოსმენილი მასალის გამოცნობა.
20. .დავალება. თვითოეული ჯგუფი წარმოგვიდგენს ოპერის თითო მოქმედების პრეზენტაციას. 1წუთი
21. შეფასება: საშინაო და საკლასო აქტივობები.2 წუთი
|
დიფერენცირებული სწავლება
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment